geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ

 

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა

ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ

 

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სხდომაზე ( მიმართვა ნომერი 14795/30; 16.06.2025) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი თამარ დოლბაია;

 

2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე დაევალოს დეკანის სამდივნოს;

 

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.